logo_geo
eng_logo
მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

19 სექტემბერი. 2020. 18:55

 

 

 

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.

 

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

 

 

მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

 

 

 

დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.

 

 

 

,,ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 



 

 

 

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

 

 

 

ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner