logo_geo
eng_logo
ინგლისში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 10 ათას ფუნტ სტერლინგამდე იქნება
- +

20 სექტემბერი. 2020. 11:25

 

 

ინგლისში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 10 000 ფუნტ სტერლინგამდე იქნება. ჯარიმა, თავდაპირველად 1000 ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება და 10 000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება განმეორებითი დანაშაულისთვის და „ყველაზე უხეში დარღვევებისთვის“.

 

ახალი რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ ან ინფიცირებულის ახლო კონტაქტები არიან, 28 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. ახალ ზომებში, ასევე შედის ერთჯერადი დახმარება 500 ფუნტი სტერლინგით დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის და ჯარიმა დამსაქმებლებისთვის, რომლებიც იმ ადამიანებს დასჯიან, ვისაც თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდეს. ახალი შეზღუდვები ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დაწესდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner