ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არის კიდევ ერთი, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი და მისი კვლევის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი შესაბამისი პროფილის კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ლეფსაიამ.