მონარქიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მოთხოვნით ტაილანდში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
სტუდენტების მართულმა დემონსტრაციამ ცვლილებები მოითხოვა და დეკორატიული ბალთა შექმნა წარწერით – „ტაილანდი ეკუთვნის ხალხს და არა მეფეს“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, პრაიუტ ჩან-ოჩას გადადგომა, რომელმაც ძალაუფლება 2014 წლის გადატრიალების შემდეგ აიღო და გასულ წელს სადავო არჩევნებში გაიმარჯვა.
„ძირს ფეოდალიზმი, გაუმარჯოს ხალხს“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ტაილანდში აქციების ტალღა თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც სასამართლომ ახალი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.