logo_geo
eng_logo
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 277 შემთხვევა გამოვლინდა
- +

20 სექტემბერი. 2020. 12:44

 

 

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

20 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში „კოვიდ-19“ 47 431 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 42 608 უკვე გამოჯანმრთელდა, 930 კი დაიღუპა. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 3 606 ადამიანს მკურნალობენ.

 

ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰქონდათ. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 287-ს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner