logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 6 148 ადამიანს დაუდასტურდა
- +

20 სექტემბერი. 2020. 12:46

 

 

რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 6 148 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეს 18 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსული ინფექცია 1 103 399 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 800-ზე მეტი მოსკოვში, 200-ზე მეტი კი პეტერბურგში გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 79 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილების რაოდენობა 19 418-ს აღწევს.

 

რუსული მედია წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 909 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner