logo_geo
eng_logo
ადიგენში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის შეთანხმება შედგა
- +

2 მარტი. 2016. 11:41


შეთანხმება ადიგენის მუნიციპალიტეტში - მუსლიმანები და ქრისტიანები ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასფლაო გაიხსნება. მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სოფელს ერთიანი სასაფლაო ექნება, თუმცა, ის ორ ნაწილად გაიყოფა და თითოეულ ნაწილს თავისი შესასვლელი ექნება.


ამასთანავე, მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი წესის მიხედვით, სასაფლაოზე ალკოჰოლის შეტანა დაუშვებელია და სწორედ ამიტომ, სასაფლაოს გაყოფა ორივე მხარისთვის მისაღებია.


ორი დღის წინ სოფელ ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზად მუსლიმთათვის სოფლის ტერიტორიაზე სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფა გახდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner