logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: გინდათ დამთხვევა დაარქვით, გინდა ბიძინას წინასწარმეტყველება, რაც დაგვავალა ის შესაძლებელი გახდა!
- +

20 სექტემბერი. 2020. 20:54

 

 

2013 წელს, არჩილ თალაკვაძემ და სოზარ სუბარმა, (მაშინ სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრი იყო სოზარ სუბარი, მოადგილე არჩილ თალაკვაძე,)  გამოთქვეს იდეა, საპატიმროებში ემკურნალათ C ჰეპატიტით დაავადებულთათვის. მოგეხსენებათ,  მაშინ საშინლად გავრცელებული იყო პატიმრებში ეს დაავადება. არავინ მკურნალობდა, სტრასბურგში ჩიოდნენ,  ძალიან ბევრი კვდებოდა, საცოდაობა იყო საპატიმროებში…“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც 2012 წელს დავით სერგეენკოს და მას დაავალა C ჰეპატიტისგან ყველა ადამიანის განკურნების გეგმა შეედგინათ.

 

„მაშინ მთავრობის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის სხდომაზე გაიტანეს ეს საკითხი. მთავრობის წევრები წავიდნენ წინაღმდეგ, სავსებით გასაგები მიზეზით – რა გამოდის უფასოდ ვმკურნალობთ პატიმრებს, როდესაც გარეთ მყოფი უფრო ღირსეული და დამსახურებული ადამიანებია და ვერ ვმკურნალობთო.

 

მაშინ,  ბიძინა ივანიშვილმა უთხრა სოზარს და არჩილ თალაკვაძეს – თენგიზ ცერცვაძემ იცის ამის შესახებო? არჩილმა უთხრა, კი როგორ არ იცის, სამეცნიერო ნაწილი, ამ პროექტის მასთან ერთად გავაკეთეთო.

 

შემდეგ სხდომაზე თენგიზი მოიყვანეთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს საჭირო არისო. მივედი და მითხრა, აი მთავრობის წევრები წინააღმდეგი არიან, ეს არის დისკრიმინაცია არაპატიმრების მიმართ და თქვენ როგორ მიგაჩნიათო.

 

ავუხსენი, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ვუთხარი: თუ  პატიმრებს არ ვუმკურნალებთ, მაშინ რა გამოვა? ისინიც ასე დარჩებიან და ისინიც, ვინც გარეთ არის. არ შეიძლება, როდესაც ადამიანს შანსი გეძლევა რაღაც ნაწილს უმკურნალო, ეს შანსი უნდა გამოიყენო თქო.

 

მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ვუმკურნალოთ, ნამდვილად არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვებაო. ოღონდ,  იქვე დასძინა, მთავრობის წევრების უკმაყოფილება თქვენ გაანეიტრალეთო…  ზუსტად 1 წელიწადში მომიტანთ გეგმას, როგორ ვუმკურნალოთ ყველა C ჰეპატიტიანს ქვეყანაშიო. ანუ, ამ ამბის მოგვარება დაგვავალა მე და დავით სერგეენკოს.

 

მაშინ ეს ჩანდა ფანტასტიკის სფეროდ. მე და მინისტრი ერთად წამოვედით და გზაში მეუბნებოდა – რა შარში გავეხვიეთო.  თუ გინდათ დამთხვევა დაარქვით, თუ გინდა ბიძინას წინასწარმეტყველება, განჭვრეტვა, გაუმართლა თუ რა, ფაქტობრივად, რაც დაგვავალა ის შესაძლებელი გახდა!

 

ლონდონში,  იმ სხდომაზე გადაწყდა ყველაფერი.  მკურნალობის 1 კურსი ღირდა 80 ათასი დოლარი. პირველ ეტაპზე, 5 ათას კაცის სამკურნალო პრეპარატი გამოგვიყვეს,  400 მლნ დოლარის.

 

გამოგზავნეს კომისია, ყველაფერი დეტალურად შეისწავლეს, ერთ წერტილს ვერ გამოაპარებდი ვინმეს, იმდენად მკაცრად იყო აღრიცხული ყველაფერი.

 

განსაკუთრებით საამაყო ის არის, რომ რამდენიმე ათეულ ქვეყანას შორის, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner