logo_geo
eng_logo
„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
- +

27 ივნისი. 2016. 16:44


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის" პრაქტიკაგავლილი სტუდენტებსათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.



თამარ ტალიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტუდენტებს პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლა მიულოცა.



აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენების საშუალება მიეცათ. ეს კურსი სტუდენტებს მომავალი პროფესიის განვითარებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ",- განაცხადა საკრებულოს წევრმა და ყურადღება ცენტრის მთავარ მიზანზე, კერძოდ, მოქალაქეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო იურიდიული დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე გაამახვილა.



განხორციელებული პროექტის მიზნობრიობაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა.



როგორც თევდორე კობახიძემ აღნიშნა, პროექტი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი" მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო, სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი სამოქალაქო-ადმინისტრაციულ და სამეწარმეო-საგადასახადო საკითხებში უსასყიდლოდ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ასევე სასამართლო და აღმასრულებელ ორგანოებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაა.



ღონისძიებას, რომელსაც აღნიშნული ცენტრის დირექტორი მარინა ბერაძე უძღვებოდა, თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის" დირექტორის მოადგილე ავთო ხარატი, საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ანა ფუტკარაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამარ ზარანდია და საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენელი ქეთევან ტომარაძე ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner