logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხიდაშელის პიროვნულ ამბიციებს სახელმწიფოს ინტერესები ეწირება!
- +

27 ივნისი. 2016. 16:46


თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. თინა ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თავდაცვის უწყების პირველი პირის პირად ამბიციებს უკავშირებს და პრემიერ-მინისტრს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.


სავალდებულო სამხედროსამსახურში გაწვევის რეგლამენტაცია, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. როდესაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ერთპიროვნულად, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის გვერდის ავლით, პრემიერსა და პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე წყვეტს საკითხს, მით უფრო, რომ საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესით ხელმძღვანელობს,- რეაქცია ამაზე უნდა იყოს მკაცრი და მყისიერი. პირველ რიგში, პრემიერის მხრიდან, რომლის კაბინეტის წევრადაც ითვლება მინისტრი ხიდაშელი, ვის პიროვნულ ამბიციებსაც  ეწირება სახელმწიფოს ინტერესები!" - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner