logo_geo
eng_logo
ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული
- +

21 სექტემბერი. 2020. 14:39

 

 

 

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა, პროფესორმა ქრის ვითიმ გააკეთა.

 

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს ზამთარში დიდი გამოწვევები ელოდება.

 

დიდ ბრიტანეთში 20 სექტემბერს კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, დაიღუპა კიდევ 18 პაციენტი.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შექმნილი მდგომარეობის გამო, ინგლისში კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner