-
+
21 სექტემბერი. 2020. 17:40
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი – 3 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ქვეყანაში 177 ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 425 481 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 24 478 ადამიანი.
ირანში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმების უგულვებელყოფის შედეგია.
წყარო :