ეს ბინა, ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში - მანჰეტენზე და ყველაზე პრესტიჟულ შენობაში - ტრამპ თაუერში მდებარეობს. ბინა სამი საწოლი ოთახით და სამი სააბაზანოთი. მისი მესაკუთრე 7 წლის განმავლობაში, ერასტი და იამზე კიწმარიშვილები გახლდნენ (ასე არიან ისინი მოხსენიებულნი შესაბამის დოკუმენტაციაში).
ეროსი კიწმარიშვილმა 2013 წლის 27 ივნისს ეს ბინა გაყიდა 2 მილიონ 775 ათას დოლარად. ახალი მყიდველი ინდოელი გახლავთ. ინტერნეტსივრცეში მის შესახებაც მოიპოვება ინფორმაცია.