logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით
- +

21 სექტემბერი. 2020. 17:57

 

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის, რომ არ დაუშვა, სომხეთში იარაღი საქართველოს გავლით შეეტანათ.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით“, – აცხადებს ილჰამ ალიევი. მისი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ ახლა სომხეთში იარაღი სატრანსპორტო თვითმფრინავებს კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიების გავლითა და საჰაერო გზით ჩააქვთ.

 

საუბარია მიმდინარე წლის ივლისში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სერბეთმა სომხეთში იარაღი საქართველოს ტერიტორიის გავლით შეიტანა.

 

„საქართველო მოიქცა როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, ამისთვის, გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სახით, ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს“, – აცხადებს ილჰამ ალიევი.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მტკიცდება მთავრობათაშორისი კავშირები. ხორციელდება მრავალი პროექტი. უახლოეს მომავალში კი, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს აკავშირებთ როგორც ისტორიული კავშირები, ასევე საერთო ინტერესები. მისივე თქმით, დღეისთვის არსებული, განვითარებადი თანამშრომლობა კი, ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებს ემსახურება და რომ ორი ქვეყნის მთავრობა ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტზეა.

 

„აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითა. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო ეს ისტორიული ფაქტები. თუმცა, აზერბაიჯანი ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოში განვითარებას, კეთილდღეობას, სტაბილურობას“, - აცხადებს ალიევი.

 

ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 20 ივლისს გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ ინფორმაციას ტენდენციური უწოდა და აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ორ პარტნიორ ქვეყანას შორის პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner