logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: გპირდებით, 5 წლის შემდეგ გასაოცარ შედეგებს მივიღებთ!
- +

27 ივნისი. 2016. 17:21


„ჩვენი განათლების სისტემა ყველა საფეხურზე დროის მოთხოვნებს ჩამორჩა", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

 

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული გამოცდების მძიმე შედეგებზე საუბრობს, ერთგვარი აღიარებაა წლების წინ დაშვებული შეცდომებისა. მინისტრის განცხადებიც, ამ შეცდომების შედეგს ახლა ვიმკით.


„გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთი თვის წინათ ამბობდა, რომ საატესტაციო გამოცდების შედეგებში პრობლემები გვაქვს, უბრალოდ, ინფორმაციის გასაჯაროებას თავისი პროცედურები აქვს და ამას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. პრობლემები რომ არ გვქონდეს, არც განათლების რეფორმა დაგვჭირდებოდა. პირველ რიგში, მასწავლებლებში მოტივაციის ამაღლებას ვგეგმავთ, მოსწავლეს კი მეტი დრო და თავისუფლება უნდა მივცეთ განვითარებისთვის. ამასთან, სასწავლო პროცესიც დასახვეწია. გპირდებით, 5 წლის შემდეგ გასაოცარ შედეგებს მივიღებთ", - ამბობს მინისტრი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner