logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ამერიკამ სააკაშვილი, ოქრუაშვილი და კომპანია სახელმწიფო გადამტრიალებლებად გამოაცხადა!
- +

21 სექტემბერი. 2020. 20:31

 

 

გასულ კვირას გამოქვეყნებულმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოს შესახებ ყოველგვარ მოლდოინს გადააჭარბა და ნაცხროვისთვის ნამდვილად მეხის დაცემის ტოლფასი გახლდათ: ამერიკის საგარეო უწყებამ სააკაშვილი, ოქრუაშვილი და დანარჩენი ნაცკრიმინალები „გავრილოვის ღამის“ სისხლიანი ბაკქანალიის მოწყობაში ამხილა!

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია:

 

„2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები“.

 

ანუ აქ ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ამერიკული დეფინიცია:

 

  1. 2019 წლის 20 ივნისის არეულობა – ეს „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ იყო!

 

  1. 2019 წლისა 20 ივნისის არეულობისას პოლიციამ „კანონიერი ძალა“ გამოიყენა!

 

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ რაც არის, ყველას კარგად მოეხსენება – ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა! და აშშ-ის სახდეპი მხოლოდ იმიტომ არ ახსენებს ამ დეფინიციას – „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას“, რომ არ სურს, დიპლომატიურობის ფარგლებს გასცდეს!

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ასავალ-დასავალს“ ამ ამერიკულ დასკვნამდეც აქვს დაწერილი, რაც იყო ეს 20 ივნისის სისხლიანი „გავრილოვის ღამე“! მითუმეტეს, ამ სისხლისღვრის მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორც იტყვიან, აღიარებითი ჩვენებებით გვამარაგებდნენ! მაგალითად, 2020 წლის 12 იანვარს სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას აშკარად დანაღვლიანებულმა, ეჰ, ეს როგორ გავბითურდითო, სიტყვა-სიტყვით თქვა: „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა...“

 

მაშინ შსს ოფიციალური განცხადებითაც კი გამოეხმაურა სააკაშვილის დაბრეხვებულს: „აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა“! მაგრამ, როგორც ნაც-ქოც-კოჰაბიტაციით გასხივოსნებულ საქართველოში ხდება, ეს უმძიმესი დანაშული ისე ჩაიფარცხა, როგორც დაგიბარებიათ!

 

გამოხდა ხანი და ახლა უკვე ირაკლი ოქრუაშვილმა მოაღო პირი! წელს, 19 მაისს, მან „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემაში „ღამის მთავარი“ ასეთი რამ წამოროშა: „მე ვთვლი, რომ „გავრილოვის ღამე“ იყო გარდამტეხი მომენტი და, ასე ვთქვათ, წელში გადამტეხი მისთვის (ბიძინა ივანიშვილისთვის – გ.გ.). საერთოდ იქიდან დაიწყო ყველაფერი, მისივე დაღმასვლა. მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა!“

 

ანუ ოქრუაშვილმა პირდაპირ თქვა, 20 ივნისის სისხლი ჩვენს კისერზეა, სწორედ ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლებას (სპეცრაზმს), რეზინის ტყვიები ესროლაო!

 

არადა, ოქრუაშვილმა ეს ყველაფერი ციხიდან ახალგამოსულმა თქვა – იმ ციხიდან, რომელშიც ის სწორედ 20 ივნისის სისხლისღვრის ორგანიზატორობისთვის ჩააყუდეს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად ბოლოს მაინც გამოაშვებინეს – პოლიტიკური მიზნებით იდევნებაო!

 

მაგრამ ახლა ხომ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვერდიქტი – 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“ სინამდვილეში „სააკაშვილის ღამე“ და „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყოო?!

 

ჰოდა, აგერ, ბატონო, ბურთი და აგერ – მოედანიც! სანამ სააკაშვილები და ოქრუაშვილები მორიგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ მოაწყობენ, არ ჯობია მანამდე ამ ბანდის განეიტრალება უკვე ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო?!

 

არადა, 31 ოქტომბერს, როგორც კი დაიკეტება საარჩევნო უბნები, ნაც-ხლისტები მართლაც გამოვარდებიან ქუჩაში – ქოცნებამ არჩევნები გააყალბა და გამარჯვება წაგვართვაო. აკი, ბელარუსში სოროსულმა ოპოზიციამ ლამის 80-პროცენტიან ლუკაშენკოს დაამხო ქვეყანა თავზე და „ბატკაზე“ ბევრად სუსტ და დაბალრეიტინგულ ქოცხელისუფლებას როგორ დაეძგერებიან აქაური ხლისტები, ვგონებ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს!

 

ასე რომ, დროზე ჩააყუდეთ, ვინც ჩასაყუდებელია, სანამ თვითონ ჩაგაყუდეს!

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner