logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ბადრი ჯაფარიძემ პირველ პრეზიდენტს უღალატა და კიტოვანის, იოსელიანის გვერდით დადგა!
- +

21 სექტემბერი. 2020. 20:51

 

 

„სწორედ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში შეტანილი წვლილის საფასურად შეუქმნა შევარდნაძემ ხაზარაძეს „თიბისი ბანკი“, შეაჭმევინა ხალხის ანაბრები და მრავალ მილიონიანი აქტივები ჩააგდებინა ხელში“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ხაზარაძემ ამ დღეებში განაცხადა– მერაბ კოსტავა 100 მეტრის სიახლოვეზეც კი არ მყავს ნანახიო! ხაზარაძემ ამ განცხადებით ალიბი კი არ გაიკეთა, საკუთარი ავაზაკობა და მანქურთობა აღიარა?! დიახ, აღიარა, რომ მას 1989 წლის 9 აპრილს კომუნისტური რეჟიმის ჯალათების მიერ ქართველი ახალგაზრდების დახოცვაც კი არ გაუპროტესტებია! მაშინ უამრავმა ადამიანმა კომპარტიის მანდატები საჯაროდ დაწვა ან დახია, ხაზარაძე კი გეპეიში კომკავშირის კომიტეტის ხელმძღვანელად დარჩა!

 

და კიდევ, ხაზარაძის მარჯვენა ხელმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახადა, პირველ პრეზიდენტს უღალატა და პუტჩისტების მხარეს გადავიდა, კიტოვანისა და იოსელიანის გვერდით დადგა! ახლა რომ ამაყობს, დამოუკიდებლობის აქტზე მაქვს ხელი მოწერილიო, იმ აქტზე თენგიზ სიგუასა და ბევრი სხვა ნაძირალას ხელმოწერაც არის, რომლებიც არამარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ საქართველოს მოღალატეები არიან!

 

სწორედ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში შეტანილი წვლილის საფასურად შეუქმნა შევარდნაძემ ხაზარაძეს „თიბისი ბანკი“, შეაჭმევინა ხალხის ანაბრები და მრავალ მილიონიანი აქტივები ჩააგდებინა ხელში.

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან კუდით იყო გადაბმული და ადეიშვილის პროკურატურა „თიბისი ბანკს“ ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის ინსტრუმენტად იყენებდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც ხაზარაძემ სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებთან ერთად ქონების წართმევაც არ იკმარა და ციხეში გაუშვა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner