ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კოვიდ-ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ჩასვლას აპირებენ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი. ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.
ავტორი - ლევან ახალაია