შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურის ტბის წყლის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია. ტბის ფსკერზე ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს.
მისი თქმით, 20 ივნისს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წყალში ტოქსიკური ციანოფიტის 90-პროცენტიანი დომინაციაა. აღნიშნული ლურჯ-მწვანე მცენარე ყველაზე ტოქსიკური ჯგუფია. მიზეზად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტი ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციის დარღვევას ასახელებს.
„წყალში არ არის ისეთი თევზი, რომელიც ბაქტერიულ წყალმცენარეებს საკვებად იყენებს. ჩვენი რეკომანდაციაა, პირველ რიგში, ნურის ტბაში ეკოსისტემის ფორმირება მოხდეს, შემდეგ კი იმ თევზების გაშვება, რომლებიც ეკოსისტემის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
სავალალო მდომარეობაა არდაგანის ტბაშიც. იქ დაბინძურების მიზეზად საკანალიზაციო და ტექნიკური წყლის ჩადინება სახელდება", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.