logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფოთის გეზ-ში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

22 სექტემბერი. 2020. 17:43

 

 

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,„ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა.

 

არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 78 677 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner