იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670 მოქალაქემ ისარგებლა.
წულუკიანის თქმით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე 1917000 პირადობის მოწმობაა გაცემული.
მისი განცხადებით, დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია, აქედან პოტენციურ ამომრჩევლის სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა.
მისივე თქმით, პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.