იტალიაში პარიზიდან და საფრანგეთის შვიდი რეგიონიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტის ჩატარება დღეიდან სავალდებულო გახდება
-
+
22 სექტემბერი. 2020. 17:53
იტალიაში პარიზიდან და საფრანგეთის შვიდი რეგიონიდან ჩასული მგზავრებისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტის ჩატარება დღეიდან სავალდებულო გახდება. შესაბამისი განცხადება იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
„ევროპის მონაცემები შემაშფოთებელია. იტალია სხვა ქვეყნებთან შედარებით თავს კარგად ართმევს, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – წერს რობერტო სპერანზა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ორშაბათს საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში ვირუსი 1 350 ადამიანს დაუდასტურდა.
წყარო :