logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ლიხეთისა და წესის თემის მოსახლეობას შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2020. 17:58

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ლიხეთისა და წესის თემის მოსახლეობას შეხვდა.

 

ერთად ისაუბრეს პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და  განხორციელებულ  პროექტებზე.

 

გოჩა ენუქიძის განცხადებით, მიმდინარეობს წესი-ურავის დამაკავშირებელ 14-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული გზა ასფალტირდება, ეწყობა ნაპირსამაგრები და შენდება ხიდები. პროექტი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დამთავრდება; ბოლო წლებში მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა ლიხეთისა და წესის თემებში; მოეწყო საკანალიზაციო სისტემები აბარში, ლიხეთსა და წესში; აშენდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები აბარში, ლიხეთსა და წესში.

 

ასევე, სრულად რეაბილიტირდა საჯარო სკოლა სოფელ წესში, ამბულატორია სოფელ ლიხეთში, სველი წერტილები ლიხეთის საჯარო სკოლაში

 

„კოორდინირებული მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთიანი სოფლების განვითარება შეუქცევად პროცესად იქცეს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner