-
+
22 სექტემბერი. 2020. 18:24
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას“ ინფორმაციით, ინციდენტი ტვერის ოლქში მოხდა. პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.
თვითმფრინავი ტყის მასივში ჩამოვარდა. ის საწვრთნელ ფრენას აწარმოებდა.
„სუ-30“ მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია. რუსეთის საჰაერო ძალები მას 1992 წლიდან იყენებს.
წყარო :