logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ქართველი ერი გარყვნილების დაკანონებას არასდროს შეეგუება!
- +

27 ივნისი. 2016. 17:50


„ვფიქრობ, დაახლოებით ერთ კვირაში საჭირო რაოდენობის ხელმოწერები გვექნება და რეფერენდუმის დანიშვნას წინ ვერაფერი დაუდგება", - აცხადებს მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. იგი საუბრობს რეფერენდუმზე, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აკრძალავს.


„ამ რეფერენდუმით, რომელიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას აკრძალავს, ქართველთმოძულე ლიბერალისტულ ძალებს წელში გდავტეხთ და სამუდამოდ მოვუსპობთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ერის ტრადიციებს, ზნეობასა და რწმენას ებრძოლონ! გარდა ამისა, რეფერენდუმის ჩატარება და ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების დაბრუნებასთან", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.


სანდრო ბრეგაძე იხსენებს ერთ-ერთი სეპარატისტი პოლიტიკოსის განცხადებას და ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომ ქართველი ერი გარყვნილების დაკანონებას არასდროს შეეგუება.


„ამ ათიოდე დღის წინათ აფხაზეთის ტელევიზიით ერთ-ერთი სეპარატისტი პოლიტიკოსი გამოვიდა და განაცხადა - საქართველოში ახალგაზრდობას ჰომოსექსუალიზმს ახვევენ თავს, უახლოეს ხანში ერთსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ და კიდევ კარგი, ჩვენ - აფხაზები - საქართველოს ნაწილი არა ვართო!

 

სწორედ ამიტომ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ერი გარყვნილების დაკანონებას არასდროს შეეგუება! მეტიც, ჩვენ მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას არ უნდა დავჯერდეთ და გამარჯვებისათვის სხვა მიმართულებითაც უნდა ვიბრძოლოთ!" - ამბობს სანდრო ბრეგაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner