logo_geo
eng_logo
68 წლის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭს წლების განმავლობაში აუპატიურებდა და აშანტაჟებდა
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:42

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა", – აცხადებენ შსს–ში.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner