logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია
- +

27 ივნისი. 2016. 17:55


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოწევულა უმაღლეს შეხვედრებზე.



შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოგვიწევია უმაღლეს შეხვედრებზე. დაწყებული 2014 წლიდან მე ძალიან ინტენსიურად მხარს ვუჭერდი ამ თემას არაერთ ფორმატში. აქ ალტერნატივაზე არ არის საუბარი. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი რეგიონია. შავ ზღვაში ევროპისა და აზიის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დგება. შავი ზღვა არის პორტი 14-დან 8 განვითარებადი ქვეყნისთვის აზიის რეგიონში. დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ამ საკითხის NATO- კონტექსტშიც განხილვა მნიშვნელოვანია, ადეკვატურია და ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ამოცანა არის სრულიად ცალსახა და მარტივი, ყველგან, ყველაფერში, ყველა ღონისძიებაში, რომელიც დაიგეგმება NATO-ს ფარგლებში შავ ზღვაზე, უნდა იყოს საქართველოც. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner