logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა
- +

27 ივნისი. 2016. 18:00


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაი ერდოღანმა ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა.



ბოდიშს გიხდით. მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს. რუსი მფრინავის ოჯახი ჩვენი ოჯახია. ტკივილისა და მიყენებული ზიანის სიმძიმის შესამსუბუქებლად მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივისთვის", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც, სააგენტო „ТАСС"-ის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუს კოლეგას გაუგზავნა.



მიმართვაში ერდოღანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი რუსულ-თურქული ურთიერთობის აღდგენისთვის.



თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი „Су-24" 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.



მაშინ „Су-24"-ის მფრინავი ოლეგ პეშკოვი, რომელმაც კატაპულტირება შეძლო, „ბოევიკებმა" მოკლეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner