logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში
- +

23 სექტემბერი. 2020. 01:03

 

 

„არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით. ძალიან კარგი იქნება, თუ პროცესები ასე გაგრძელდება. მაგალითად, დღემდე ზუგდიდსა და სამეგრელოს მეორე მაჟორიტარულ ოლქში ვერ მოახერხეს კანდიდატის წარდგენაც კი. ისეთი დაპირისპირება მიდის ამ პარტიის შიგნითაც კი, რომ ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება. რაღაც ეტაპზე სააკაშვილის დედის წარდგენას აპირებდნენ და ამასაც ცალკე, სერიოზული დაპირისპირება მოყვა ორ განშტოებას შორის და შემდეგ ერთმა ხმა მიუტანა სააკაშვილს. რეალურად ეს კინკლაობა ძალიან კარგია იმისთვის, რომ საბოლოოდ დასუსტდეს ეს პოლიტიკური ძალა თავისი მძიმე დანაშაულებრივი წარსულით და აწმყოთი. არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს არის პათოლოგიური ადამიანების მიერ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის დანაშაულები. კორუფცია კიდევ სხვა საკითხია, მე ახლა ვსაუბრობ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, წამებაზე და გაუპატიურებაზე. ამას მხოლოდ პათოლოგიური ადამიანი შეიძლება აკეთებდეს. როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს დანაშაულები აუცილებლად განმეორდება. თუმცა მათ ასეთ შანსს არავინ მისცემს, იმიტომ რომ ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება. ეს არის ავადმყოფი ადამიანების ჯგუფი და ეს ყველაფერი არის გამოვლენილი მათ თითოეულ მოქმედებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner