logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განვიხილავ!
- +

27 ივნისი. 2016. 18:01


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგმარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განიხილავს.



გიორგი მარგველაშვილმა ამით უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს დეპუტატების განცხადების შემდეგ პრეზიდენტი შეხვდა სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს და მოისმინა მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ მდგომარეობა, ამის შემდეგ თუ დაინტერესდა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის საქმით, რადგან ევროპარლამენტარების წერილში იყო კონკრეტული მოწოდებები, გამოეყენებინა პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება.



გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში არაერთი განცხადება გაკეთდა და პოზიცია არ შეცვლილა.



ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან. პასუხი არის ძალიან ნათელი - ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner