logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება
- +

23 სექტემბერი. 2020. 12:28

 

 

საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, ბათუმელ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩების მოსახლეობასთან გამართა.

 

„ამომრჩეველთან შეხვედრა, მათთან პირადი გასაუბრება და იმ მტკივნეული საკითხების მიმოხილვა,  ჩემთვის ისევე მნიშნელოვანია, როგოც ჩემი ამომრჩევლისათვის. ამიტომ, ჩვენს გუნდთან ერთად, პირადად ვხვდებით ყოველი უბნის, ქუჩის, ჩიხის მოსახლეობას. ბათუმის ეს ერთ-ერთი კოლორიტული უბანი, ქალაქის ცენტრალური გამზირი, თავისთავად, განაპირობებს მოსახლეობის სპეციფიურ ინტერესებსა და მოთხოვნებს და დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში“, - აღნიშნა რესან კონცელიძემ.

 

როგორც, დეპუტატი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის აზრი, შეთავაზება, რჩევა მნიშნელოვანია, როგორც პრობლემების გადაჭრისათვის, აგრეთვე ოპერატიული და ოპტიმალური გზების შერჩევისა და მათი სწორად დაგეგმვისათვის. მსგავსი ურთიერთინფორმატიულობა, როგორც ბათუმის მომავალი წარმომადგენლის,  სამოქმედო პროგრამის შემუშავებისას ძირეული საყრდენი იქნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner