logo_geo
eng_logo
მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს
- +

23 სექტემბერი. 2020. 13:27

 

 

 

მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, ინაუგურაცია ამჟამად დამოუკიდებლობის სასახლეში იმართება. მანამდე სასახლესთან, სადაც ლუკაშენკოს რეზიდენცია მდებარეობს, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

 

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს ტელეგრამ არხ „ნექსტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია შესაძლოა, „საიდუმლოდ“ გაიმართოს, რათა თავიდან იყოს აცილებული საპროტესტო აქციები.

 

როგორც რუსული მედია წერს, ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი, მათ შორის იყვნენ ბელარუსი მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner