საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წინა სამი მთავრობის დროსაც იყო საუბარი განათლების მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სისტემის ხელმძღვანელად საკუთარი თავი მაშინ ვერ წარმოედგინა.
„განათლების სფეროში ისედაც აქტიურად ვმუშაობდი. გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ წარსულში საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. მეგობრებმაც მითხრეს, რომ სწორედ ახლაა რაღაცის შეცვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. არ დაგიმალავთ, სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ, ვფიქრობ, რაღაცეების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება", - განაცხადა ჯეჯელავამ.