„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ხიდიკრისა და სხვავის თემების მოსახლეობას შეხვდა.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით,
ბოლო პერიოდში
▶მოეწყო მინი საფეხბურთო სტადიონი სოფელ სხვავაში.
▶რეაბილიტირდა სხვავის ამბულატორია
▶მოეწყო სხვავა-ფუტიეთის საუბნო წყალსადენი
▶მოეწყო ბეტონის ბოგირები სოფელ სხვავაში
▶მოეწყო მეწყერას უბნის გარე განათება სოფელ კვაცხუთში
▶აშენდა ხიდიკრის სასოფლო ამბულატორია
▶რეაბილიტირდა ქვეშვაკის ხიდი
▶მოეწყო დამატებითი წყალმომარაგების ქსელი ხიმშსა და კვაცხუთში
▶მოეწყო სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემები, სველი წერტილები და მისასვლელი ბილიკები
„ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აუცილებლად ვიზრუნებ, ყველა პრობლემა დროულად გადაიჭრას და აუცილებლად ვიქნები ყველა დაპირების შემსრულებელი“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.