logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსსა და სიყალბეს უწოდებს
- +

23 სექტემბერი. 2020. 17:14

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსსა და სიყალბეს უწოდებს.

 

„როგორი ფარსია, ყალბი არჩევნები. ყალბი ინაუგურაცია. ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი უფრო ნაკლებად ყოფილი არ გამხდარა, პირიქით, მისი არაკანონიერება არის ფაქტი, რომელსაც შედეგი მოჰყვება“, – წერს ლინას ლიკევიჩუსი „ტვიტერში“.

 

ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner