ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, თავის მომავალთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება.
კადიროვის თქმით, პუტინთან ჩეჩნეთის მომავალი ხელმძღვანელის საკითხი ჯერ არ განუხილავს.
„არა, ეს საკითხი არ განგვიხილავს. ეს თემა არ წამოჭრილა ჯერ. ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს, მე მხოლოდ ქვეითი ვარ, რომელიც იტყვის „არის!" - აღნიშნა კადიროვმა.
მისი თქმით, ის მზად არის, აღასრულოს ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი ბრძანება. მანამდე კი ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის ვადა უკვე გავიდა. იგი ჩეჩნეთის რესპუბლიკას სათავეში 2007 წლის შემდეგ უდგას.