„დღეს, აფხაზეთში ქართველობისთვის დახვრეტილი მამის ნოდარ კურტანიძის
დაბადების დღეა!" - ამის შესახებ ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„წლები, როდესაც საქართველოს გამარჯვებისათვის ვიბრძოდი, მსოფლიო
არენაზე, ყოველი დღე იმედით ველოდი მის დაბრუნებას... ყოველი ვარჯიშის დასრულების
შემდეგ შეგრძნება მქონდა, რომ გარეთ დამხვდებოდა. ასე გავიდა წლები... იმედით... და ამ
იმედმა კი ძალა მომცა რომ მსოფლიო დამეპყრო... ერი წამიერად გამეხარებინა... სამშობლო
მედიდებინა. მაგრამ მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა... დარჩა ტკივილი და მოგონება...
რადგან დღეს მეტი დროა ფიქრის... მადლობა, მამა, ასეთი რომ გამზარდე და მადლობა, რომ
სიცოცხლის ფასად ქართველობა არ უარყავი... მადლობა... მეამაყები, მამა", - წერს
კურტანიძე.