განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კრაკოვში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსთაველის სახელი დაერქმევა.
„ძალიან კარგი და პოზიტიურად ამაღელვებელი ამბავი: 6 ივლისს კრაკოვში ოფიციალურად ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას დაერქმევა რუსთაველის სახელი. ამ საქმეში ლომის წვლილი მიუძღვის პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ქეთი ფრანგულაიშვილს სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად. ასეთი პატრიოტი ახალგაზრდების ხელში საქართველოს დიდი მომავალი აქვს!" - წერს ბრეგაძე.