„მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად“,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ოროზმანის, ზემო ოროზმანის, მთისძირის, ვაკეს, ირგანჩაისა და საკირეს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველა ადამიანს შეუძლია ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.
„დავპირდი მოსახლეობას, რომ ყველა მათ სატკივარზე გვექნება დროული, შესაბამისი რეაგირება და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დასაძლევად აქტიურად ვიმუშავებთ “ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.