„მუხროვანის ამბოხის" დროს მოკლული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის და მისი ადვოკატების სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პროკურატურა გამოაფხიზლა.
„სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ პროკურატურა გამოაფხიზლა. საქმეში აქტიურად ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მისთვის საქმის წესიერად გაცნობა პრობლემასთან იყო დაკავშირებული. 2 თვის განმავლობაში ველოდებოდით პასუხს პროკურატურიდან, რომ საშუალება მისცემოდა, საქმე სათანადოდ შეესწავლა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრობლემა გადაიჭრა. უახლოეს მომავალში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გაასაჯაროებს. აქამდე ჩემი ძმის საქმე ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო თაროზე იყო შემოდებული, დღეს პროკურატურის მხრიდან სერიოზული დაინტერესებაა!" - ამბობს ლია კრიალაშვილი.