logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ გუნდის ახალი წევრების წარდგენით ქართველ ხალხს გზავნილი გაუგზავნა
- +

24 სექტემბერი. 2020. 01:58

 

„გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ გაუგზავნა ქართველ ხალხსა და მოსახლეობას. უცხოელები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი, რადგან ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი გზავნილი და ამოსავალი წერტილი განახლება უნდა იყოს.

 

 „თუ შევადარებით „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო 8 წელიწადს და მომდევნო 4 წელს, რომლის კონტურები ახლა იკვეთება, დავინახავთ, რომ უფრო და უფრო ხდება გუნდის კონსოლიდირება რაღაც გარკვეული იდეების, ღირებულებების, ჯგუფის გარშემო. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner