logo_geo
eng_logo
„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე არ აისახება“
- +

27 ივნისი. 2016. 18:36


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმ გროისმანთან, ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე არ აისახება.



მერკელის განცხადებით, უკრაინამ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი ვიზა-ლიბერალიზაციის დასაწესებლად ჯერჯერობით არ არის მზად, რადგან შიდა საკანონმდებლო მექანიზმები, მათ შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის პროცედურა უნდა დახვეწოს.



მერკელმა მოიყვანა სერბეთის მაგალითი, როდესაც ამ ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეებმა თავშესაფრის მიღებაზე მასობრივად დაიწყეს განაცხადების შეტანა.

გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა ასეთი სცენარის გამეორების თავიდან აცილება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner