logo_geo
eng_logo
„საქართველო კულტურის განხრით, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა“
- +

27 ივნისი. 2016. 18:45


„საქართველო კულტურის განხრით, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა", - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.


კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის თქმით, შარშან უწყებამ ხელი მოაწერა პროგრამას - „შემოქმედებითი ევროპა", რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამაა და რომელიც კულტურისა და მედიის მხარდასაჭერად შეიქმნა.


„თითქმის 1,5 მილიარდის მოცულობის პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს. ხელმოწერის მომენტში საქართველო იყო ერთადერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც ამ პროგრამას შეუერთდა და როგორც ევროკომისარმა კულტურის სფეროში განაცხადა, საქართველო კულტურის განხრით უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა", - განაცხადა გიორგაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner