logo_geo
eng_logo
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავა
- +

24 სექტემბერი. 2020. 17:57

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს - 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner