logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“ - პროექტი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად გაამართლა“
- +

27 ივნისი. 2016. 18:46


„თავისი მასშტაბით, ეს ნამდვილად უპრეცედენტო პროექტია", - ამის შესახებ „Check in Georgia"-ზე საუბრისას კულტურის მინისტრმა „პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა.


მიხეილ გიორგაძის თქმით, პროექტის მიზანი იყო მკაფიოდ განსაზღვრული და ემსახურებოდა ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, პოზიტიური იმიჯის განტკიცებას, ასევე, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მოზიდვას.


„პროექტი ჯერ არ დასრულებულა და ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. დასრულდა მხოლოდ ის სერია, რომელშიც მსოფლიოს A კლასის შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ვფქირობ, ამ კონცერტებმა ნამდვილად გაამართლა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის შუალედური მონაცემები, რომელიც უკვე გვაქვს. საუბარია 52 ქვეყნიდან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე და შეძენილ ბილეთებზე. ბათუმში იმდენი ადამიანი ჩამოვიდა, რომ შუადღიდან საკვების მარაგი პრაქტიკულად, ამოიწურა. როგორც დიდ, ასევე პატარა სასტუმროებში ადგილის პოვნა გაგიჭირდებოდათ. პროექტმა ერთმნიშვნელოვნად გაამართლა და წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს", - განაცხადა მინისტრმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner