logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი : სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა
- +

24 სექტემბერი. 2020. 19:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრატისლავაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„გაზაფხულზე 40 მილიონი უკრაინელიდან 100-დან 300-მდე იყო ინფიცირებული. ამჟამად კი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3 000-ს აღწევს. სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლა 28 სექტემბრამდე აკრძალეს, ხოლო სექტემბრის დასაწყისში აიკრძალა უცხოელების ტრანზიტიც. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.

 

24 სექტემბერს უკრაინაში კორონავირუსის 3 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner