logo_geo
eng_logo
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ოზურგეთელი მოჭიდავეების წარმატება
- +

2 მარტი. 2016. 12:06


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პრიზიორ მოჭიდავეებს შეხვდა.


თბილისში გამართულ ვლადიმერ მაისურაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 7 ოზურგეთელი სპორტსმენი წარმოადგენდა. ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ამ შედეგით ახალგაზრდა მოჭიდავეები ოზურგეთს დაუბრუნდნენ. 100-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედალი საბა ცეცხლაძეს, 55-კილოგრამიან წონით კატეგორიაში - ირაკლი ძიმისტარიშვილს, ხოლო ბრინჯაო ლუკა ზაქარიაძეს შეხვდა.


მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა.


გულწრფელად მიხარია ოზურგეთელი სპორტსმენების ასეთი წარმატება. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს ალექსანდრე ბოლქვაძეს და ბექა ჩოფლიანს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, მათ შესაფერისი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ყველა ეტაპზე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ", - აღნიშნა გამგებელმა. ოზურგეთელი მოჭიდავეები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner