logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრი ზვიად ჩიტიშვილის გუნდში გაერთიანდა!
- +

27 ივნისი. 2016. 18:49


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამგორის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი უერთდებიან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ჩვენი სამშობლო", რომელსაც  ზვიად ჩიტიშვილი ლიდერობს. „რეპორტიორი" ჩიტიშვილის ახალ თანაგუნდელებს დაუკავშირდა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა.


სამგორის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი მარეხი ლობჟანიძე:

 

- ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან დიდ ხანს მიწევდა ჩემს თავთან ბრძოლა. „პატრიოტთა ალიანსში" მივედი ჩემი გუნდით 5 თვის წინ. მიმაჩნდა, რომ ამ პარტიას ის კურსი ეჭირა, რაც მე მტკიოდა... მანუჩარ მაჩაიძის გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსის" დატოვების შესახებ გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა ჭიდილი ჩემს თავთან მაინც მიწევდა.


რატომ ჩიტიშვილის პარტია? ჩვენ გვაქვს იდენტური შეხედულებები. მე ვარ დედით ოსი, სამაჩაბლოდან დევნილი, ჩემი სანათესაო წლებია არ მინახავს. ყველაზე მეტად მინდა, მშვიდობა იყოს რუსეთთან. ჩემი ტკივილი კი სამაჩაბლოა.


ამ ინტერვიუს შემდეგ, ვინმე თუ რუსეთუმეობას დამწამებს, მინდა, ვუთხრა ყველას, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა მინდა და მეტი არაფერი...


 

სამგორის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი სალომე მიხელიძე:

 

-ეს პარტია დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ. მეც ვიზიარებ მის პოზიციას და მიმაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ აღებულ კურსს გადაუხვია. მივდივარ იქ, სადაც უფრო რეალობას ვხედავ. ვიქნები ჩიტიშვილთან, რომელსაც უნდა რუსეთი და რომელიც მინდა მეც.


 

სამგორის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი მამუკა გიორგობიანი:

 

- ჩვენ „ნაციონალებისგან" გატანჯული ხალხი ვართ, მორალურად, მატერიალურად თუ ფიზიკურად. მთავარი მოტივი ჩემი ამ გადაწყვეტილების გახდა ბატონი მანუჩარის ნაბიჯი. მე და ის ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ვიცი, რასაც წარმოადგენს ეს პიროვნება. ჩიტიშვილთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ და ალბათ რეალურ შედეგსაც დავდებთ. ძალიან ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ.


 

სამგორის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი ნათელა დავითაშვილი:

 

- ყველა ადამიანს აქვს სიმპათიები რომელიმე ქვეყანასთან დაკავშირებით. მე გავიზარდე იმ პერიოდში, როდესაც რუსეთთან ნორმალური დამოკიდებულება მქონდა. ნათესავები რუსეთში მყავს, უდიდესი სურვილი მაქვს, ისევ გამოსწორდეს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობები. სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეც იქ ვიქნები. რუსეთის მიმართ გამოკვეთილი პოზიცია ვერსად დავინახე, გარდა ჩიტიშვილის პარტიისა. ასე რომ, ჩემი ამხანაგები და ჩემი გუნდი სადაც იქნება, მეც იქ ვიქნები. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner