logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:54

 

 

„მიმაჩნია, რომ მერმა ხელი უნდა შეუწყოს იმ პოტენციალის მნიშვნელოვან  ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ქუთაისს გააჩნია“, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა  ქუთაისელ  სპორტსმენებთან, ვეტერანებთან და სპორტის სფეროში მომუშავე თანაქალაქელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატი ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში დავით ხახალეიშვილმა წარადგინა.

 

შეკრებილებს ასევე, მხარამჭერი სიტყვით მიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავამ.

 

როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, სპორტი მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

 

"ქუთაისი არის  სპორტული ტრადიციების მქონე  ქალაქი, რომელმაც სპორტის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი  ჩემპიონი,  ტიტულოვანი სპორტსმენი აღზარდა. მიმაჩნია, რომ მერმა  ხელი შეუწყოს იმ პოტენციალის  მნიშვნელოვან  ზრდასა და განვითარებას, რაც სპორტული თვალსაზრისით ჩვენ ქალაქს გააჩნია. ინფრასტრუქტურაზე ზრუნვასთან ერთად განათლება, კულტურა და სპორტი ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება, რაშიც თითოეული თქვენგანისა და  სპორტის ვეტერანთა გამოცდილების დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ, რათა  მათი აღზრდილი კიდევ მრავალი ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორტსმენი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner