logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება
- +

25 სექტემბერი. 2020. 02:26

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება.

 

„სიფრთხილეა საჭირო ფოსტით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით. ეს დიდი თაღლითობაა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს აღიარებს.

 

23 სექტემბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არჩევნების წაგების შემთხვევაში გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას მშვიდობიანად ჯო ბაიდენს, არ უპასუხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner